შრომის ინსპექციამ გასულ 48 საათში თბილისსა და მის შემოგარენში, საპატრულო და კრიმინალურ პოლიციასთან ერთად, ფართომასშტაბიანი გასართობი და სოციალური ღონისძიებებისთვის ხუთი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დააჯარიმა.
უწყების ინფორმაციით, მათგან სამ ფიზიკურ პირს სანქცია სოციალური ღონისძიებების ორგანიზების მიზნით, ფართის იჯარით გადაცემის საფუძველზე დაეკისრა, ერთი ფიზიკური პირის კუთვნილი ფართი კი, დაილუქა.
ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირისთვის 2 000, ხოლო იურიდიული პირისთვის – 10 000 ლარს ითვალისწინებს.
23-25 აპრილს შრომის ინსპექციამ, საპატრულო და კრიმინალურ პოლიციასთან ერთად, ზედამხედველობა სულ 194 ობიექტზე განახორციელა.