სატენდერო პირობების დარღვევისთვის დაჯარიმებული კომპანიები

25 აპრილი 2021, 12:13 1958 ნახვა

ხელვაჩაურის მერიამ ტენდერში გამარჯვებული 22 კომპანია 100 ათასი ლარით დააჯარიმა. მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით,  დაჯარიმებულმა კომპანიებმა სატენდერო პირობების მიხედვით დაკისრებული ვალდებულებები ვერ შეასრულეს, ასევე დაარღვიეს სამუშაოების შესრულების ვადებიც. 

ჯუმბერ ვარდმანიძის განცხადებით დაჯარიმებული კომპანიები სალიბაურის ამბულატორიის რეაბილიტაციას , წყლის სისტემის კეთილმოწყობას და მუნიციპალიტეტის სოფლებში სხვადასხვა ლოკაციაზე  ფერდსამაგრ სამუშაოებს ასრულებენ. კომპანიების ნაწილმა საჯარიმო სანქცია უკვე დაფარა, ნაწილი კი სამუშაოებს  აგრძელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი