რუსეთმა პოლონეთის საელჩოს ხუთი თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. დიპლომატებმა რუსეთი 15 მაისამდე უნდა დატოვონ.
„რუსი დიპლომატების გაძევებასთან დაკავშირებით პოლონეთის პროვოკაციულ ქმედებების საპასუხოდ, ნაცვალგების პრინციპზე დაფუძნებით, სამინისტრომ რუსეთის ფედერაციაში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს 5 თანამშრომელი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა. მათ რუსეთის ფედერაციის ტერიტორია 2021 წლის 15 მაისის დღის ბოლომდე უნდა დატოვონ,“- აცხადებენ სამინისტროში.
15 აპრილს, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა.