საფრანგეთმა კოვიდეპიდემიის მესამე ტალღა გადალახა

23 აპრილი 2021, 15:28 730 ნახვა

საფრანგეთმა კორონავირუსის მესამე ტალღა გადალახა და მომავალ კვირაში კარანტინის შემსუბუქებისთვის ემზადება, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა განაცხადა. მისი თქმით, ერთ-ერთ მწვავე გამოწვევად ჯერ კიდევ კორონავირუსის ბრიტანული ვარიანტი რჩება, რომელიც უფრო გადამდებია.კასტექსის თქმით, 3 მაისიდან ქვეყანაში მოქალაქეების გადაადგილებაზე რიგი შეზღუდვა გაუქმდება. მომავალი თვის შუა რიცხვებიდან კი რამდენიმე სავაჭრო საწარმო, კვების ობიექტების ტერასები გაიხსნება, ნაწილობრივ აღდგება ქვეყნის კულტურის და სპორტის სფერო. პრემიერმა აღნიშნა, რომ დღეისათვის COVID-ვაქცინის პირველი დოზა საფრანგეთში უკვე 14 მილიონმა ადამიანმა მიიღო, რაც ზრდასრული მოსახლეობის ერთი მეოთხედია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი