იერუსალიმის ძველ ქალაქში შეტაკებების შედეგად 100-ზე მეტი პალესტინელი დაშავდა. მასობრივი არეულობა შხემის კარებთან მოხდა. არაბი და ებრაელი ახალგაზრდები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. პოლიცია მათ დაშლას ცდილობდა. ისრაელის პოლიციის განცხადებით, პირველი შეტაკება რამადანის თვის საღამოს ლოცვის შემდეგ დაიწყო. პალესტინელმა ახალგაზრდებმა დემონსტრაცია გამართეს შხემის კარებთან და პოლიციელების მისამართით ქვების სროლა დაიწყეს. შემთხვევის ადგილზე ულტრა მემარჯვენე ებრაელი ახალგაზრდები მივიდნენ. ისრაელის პოლიციამ არეულობის მონაწილე 50-ზე მეტი ადამიანი დააკავა.