საბერძნეთის პოლიციამ ქართველები დააკავა

21 აპრილი 2021, 13:22 872 ნახვა

საბერძნეთში დაკავებული არიან ქართველები, რომლებიც პისიარ ტესტის გაყალბებულ ცნობებს ყიდნენ. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს, რომლის თანახმადაც დანაშაულებრივ ჯგუფში ქართველებთან ერთად უცხოელებიც ფიგურირებენ. დაკავებული ქართველი ყალბ  მოწმობებს გასცემდა. მან აღიარა, რომ უცხოელებზე უკვე გაყიდა 50 ასეთი ცნობა, თითო 10 ევროდ.  დოკუმენტი  მედდებს სახელმწიფო საავადმყოფოში მომვლელად მუშაობის დასაწყებად სჭირდებოდათ.  ფაქტი  მაშინ გამოაშკარავდა, როდესაც ერთ-ერთმა მედდამ საავადმყოფოს ადმინისტრაციას წარუდგინა კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხი. მალევე იპოვეს კიდევ ორი უცხოელი მედდა, რომლებიც გაყალბებული ცნობით მუშაობდნენ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში