ვლადიმერ ზელენსკი პუტინს მიმართავს

21 აპრილი 2021, 13:21 955 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს კონფლიქტის დასრულების და ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, დონბასის რეგიონში შესახვედრად იწვევს.ვლადიმერ ზელენსკიმ მოუწოდა კიევის დასავლელ მხარდამჭერებს, აჩვენონ ”მკაფიო სიგნალები” იმის შესახებ, რომ მზად არიან მხარი დაუჭირონ ქვეყანას რუსეთთან დაპირისპირებაში. მისი თქმით, უკრაინას სურს კონფლიქტის დასრულება დიპლომატიური გზით, მაგრამ მზად არის, თავდასხმის შემთხვევაში, საკუთარი თავი დაიცვას. „სურს უკრაინას ომი? - არა. მზად არის უკრაინა ომისთვის? - დიახ,“- აღნიშნა ზელენსკიმ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი