აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ეკონომიკის მინისტრთან ერთად ობიექტი დაათვალიერა და წარმოების პროცესს გაეცნო. კომპანიამ წელს კიდევ ერთი საწარმო პროგრამა ''აწარმოე საქართველოში'' ფარგლებში გახსნა, რისთვისაც ინვესტორმა 4 მილიონი ლარი მიიღო. დამატებით კი 2 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. ~დარ კაპიტალი~ სხვადასხვა სახის სამშენებლო მასალას აწარმოებს. კომპანია ამ ეტაპზე, ადგილობრივ ბაზარას ამარაგებს, სამომავლოდ კი პროდუქციის ექსპორტსაც გეგმავს.