ნიკა მელიამ საპყრობილე ყოველგვარი პირობების გარეშე უნდა დატოვოს - ნაყოფია 

20 აპრილი 2021, 17:34 662 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრი კობა ნაყოფია ნიკა მელიასთან ციხეში შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ პოზიციები უცვლელია და პარტია ნიკას გათავისუფლების გარეშე შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერას არ აპირებს. 

ის აკაკი მინაშვილთან ერთად რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა.

''მოვინახულეთ ჩვეულებრივად თავს კარგად გრძნობს მხნედ არის. ბრძოლის ჯინით არის აღსავსე. ნიკა მელია გირაოს არასდროს არ გადაიხდის. ნიკა მელია მოაწერს ხელს თუ არ მოაწერს დამოკიდებულია იმაზე გამოვა თუ არა საპყრობილიდან. 

ნიკა მელიამ ყოველგვარი პირობების გარეშე უნდა დატოვოს საპყრობილე'' - აცხადებს ნაყოფია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში