გერმანიის მმართველმა პარტიამ კანცლერობის კანდიდატი დაასახელა

20 აპრილი 2021, 15:00 869 ნახვა

გერმანიის მმართველმა პარტიამ  "ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა" ანგელა მერკელის  პოლიტიკური მემკვიდრის კანდიდატურა შეარჩია. გერმანიის ფედერალური კანცლერის პოსტის დასაკავებლად არჩევნებში არმინ ლაშეტი იბრძოლებს. მას პარტიის 31 წევრმა დაუჭირა მხარი. გერმანიის მოქმედმა კანცლერმა ანგელა მერკელმა 2018 წელს განაცხადა, რომ ეს მისი მმართველობის ბოლო ვადა იყო და ის შემდეგ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა. მერკელი არც მისი შემცვლელის კანდიდატის შერჩევაში ჩარეულა. მან აღნიშნა, რომ ამ პროცესიდან დისტანცირება სურდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი