დღეს მსოფლიო მემკვიდრეობის საერთაშორისო დღეა. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში, ამბობენ, რომ 2020 წელს შეუფერხებლად მიმდინარეობდა არქიტექტურული ძეგლების სარესტავრაციო სამუშაოები. სააგენტოს დაფინანსებით განხორციელდა 6 ახალი პროექტი.
მათ შორის, რეაბილიტაცია ჩაუტარდა პეტრას ციხეს, რომელიც ვიზიტორებისთვის მიმდინარე წლის მაისში გაიხსნება.