სააღდგომო პერიოდში 30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით ვაქცინაციის პროცესი დროებით შეჩერდება. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ფაიზერის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად კი რეგისტრაცია 8000-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა , რომელთაც ამ ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიღებული აქვს. ცენტრში აცხადებენ, რომ რეგისტრაციის ტექნიკური სირთულის დასაძლევად ყველფერი კეთდება.