ისრაელში 1000 ვაკანსიაზე დასაქმების სურვილი 4 დღეში 1132-მა ადამიანმა გამოთქვა

16 აპრილი 2021, 12:31 865 ნახვა

ოთხ დღეში ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე სურვილი 1132 ადამიანმა გამოთქვა. დასაქმების სააგენტოს  ინფორმაციით, ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ისრაელში სახელმწიფოში ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე დასაქმებას შეძლებენ. დასაქმების მსურველი ინგლისურს და/ან რუსულ ენას საკომუნიკაციო დონეზე უნდა ფლობდეს. ასევე, უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე. რაც შეეხება ასაკს - 25-დან 45 წლამდე განისაზღვრა.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი