ბათუმთან ახლოს ორი ველობილიკის მარკირება იგეგმება

16 აპრილი 2021, 12:21 837 ნახვა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმთან ახლოს ორი ველომარშრუტის მარკირება იგეგმება. ველომარშრუტები სოფელ ავგიიდან ჭარნალისა და კვარიათის მიმართულებით იქნება.

ავგია-კვარიათი“-ს 4,5 კილომეტრიანი ველობილიკი ავგიაში, ჯვრის ტერიტორიიდან იწყება და ზემო კვარიათის გავლით ზღვასთან ახლოს კვარიათში სრულდება. ბილიკიდან ველოსიპედისტების თვალწინ ბათუმის, გონიო-კვარიათისა და ზღვის ხედები იშლება. რაც შეეხება, მეორე „ავგია-ჭარნალი“-ს ველომარშრუტს ის ავგიიდან ჭარნალის ხეობას მიუყვება, მდინარისა და ტყის საფარის გავლით კი სოფელ ჭარნალში სრულდება. სოფელში მრავლადაა კვების ობიექტები და ღვინის მარანი, რაც მოგზაურებს ადგილობრივი კერძების დაგემოვნების საშუალებას აძლევს'' - აცხადებენ დეპარტამენტში. 

ველომარშრუტების მარკირებას ზაფხულის დასაწყისისთვის დაასრულებს. ამავე პერიოდისთვის იგეგმება ქედა-შუახევის დამაკავშირებელი საველოსიპედე-საფეხმავლო ბილიკის მოწყობაც. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი