ბათუმში ძმები წულუკიძეები და კიდევ 4 პირი დააკავეს

15 აპრილი 2021, 10:41 6028 ნახვა

ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით პოლიციამ ბათუმში 6 პირი დააკავა.

დაკავებულია  ფირუზ წულუკიძე და რევაზ წულუკიძე. ასევე ძმები ირაკლი და გელა ჭელიძეები და კიდევ 2 პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოპერატიულ და საგამოძიებო ღინისძიებების შედეგად, სასამართლო განჩინების საფუძველზე ქალაქ ბათუმში, 1987 წელს დაბადებული რ.წ. 1993 წელს დაბადებული ფ.წ. 1997 წელს დაბადებული თ.ჭ. 1995 წელს დაბადებული თ.ჭ. 1999 წელს დაბადებული გ.ჭ. და 2000 წელს დაბადებულ ი.ჭ. ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 12 აპრილს, ქალაქ ქუთაისში, გუმათჰესის დასახლებაში ,,ნამახვანჰესის” მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს. ასევე, დააზიანეს ერთ-ერთი დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა.

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თამაზ ჭელიძის მამა ამბობს, რომ დაკავება პარტიული ნიშნით მოხვდა, რადგან ისინი "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები არიან.

"შემოსასვლელში მეძინა მეუღლესთან ერთად, შემოვარდნენ, იარაღი მომადეს. საუბარზე ბავშვები გამოვიდნენ ხელებაწეული. რომ დაინახეს ხელებაწეული მოდიოდნენ პირდაპირ ეცნენ, ძირს დააგდეს. ვერ წარმომიდგენია რას ემსახურებოდა ეს სპეცოპერაცია. დისკრიმინაციულად გეუბნებიან, რომ ხმა არ ამოიღო, თორემ გესვრით, ეს კითხვები მაქვს უბრალოდ. ეს არის პროვოკაცია, პარტიული ნიშნით მოხვდა დაკავება, ისინი "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები არიან.

ჩემი უფროსი ბიჭი თამაზ ჭელიძე სულ არ იყო იქ, მან რომ დაინახა, რომ იქ აშკარა პროვოკაცია იყო ჩაჯდა მანქანაში, ისინი მანქანას ურტყამდნენ ფეხებს ვინც იყვნენ, ვინც ამბობს ახლა, რომ მცემესო. თამაზი წამოვიდა და იმათაც დაურეკა, რომ წამოდით სპორტსმენები არიან პროვოკაციაზე ამოსულიო. ისინი იყვნენ შტანგისტები, რომლებიც ქოცების დავალებას ასრულებდნენ. მე მინდა მივმართო ომბუდსმენის აპარატს, რომ ეს არ დარჩეს რეაგირების გარეშე"- აცხადებს ჯემალ ჭელიძე.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბონდო თედორაძე აცხადებს, რომ ისინი პოლიტპატიმრები არიან. მისივე თქმით, მათი დაკავება მიუთითებს იმას, რომ ქვეყანაში თავისუფალი აზრი იდევნება.

"ხელისუფლებამ მათ არ აპატია პოლიტიკური შეხედულება. ისინი ცხოვრობდნენ "თავისუფლების კვარტალში", იბრძოდნენ ხელისუფლების უკანონობის წინააღმდეგ. ისინი არიან ყველა აქციაზე, რომლებიც მიმართულია ხელისუფლების წინააღმდეგ. ის პროვოკაცია რაც მას მოუწყვეს აქციაზე, ნიშნავს, რომ თავისუფალი აზრი ქვეყანაში იდევნება. ისინი არიან პოლიტიკური პატიმრები და სანაცვლოდ მიიღებენ ქუჩაში ათასობით ადამიანს"-განაცხადა ბონდო თედორაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი