დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, მოქალაქეებს შეუძლიათ, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საფლავზე გავიდნენ, თუმცა იქ ქეიფი საჭირო არ არის.
„საფლავზე ჩვეულებრივად გავიდეთ, როგორც წესი და რიგია, პატივი მივაგოთ ჩვენი მიცვალებულების ხსოვნას, მაგრამ საფლავზე ქეიფი საჭირო არ არის.
სუფრები არა მარტო საფლავზე ვნახეთ ხომ? ჯერჯერობით, არც ეკლესიურად, არც ეპიდემიოლოგიურად თუ სხვანაირი გაგებით საფლავზე ქეიფის მოწყობა მე პირადად არ მიმაჩნია მიზანშეწონილად“,-განაცხადა იმნაძემ.