ხმაური იყო გუმათის დასახლებაში რკინის ჯებირთან, რომელიც სამართალდამცველებმა ღამით გზაზე აღმართეს.
ცოტა ხნის წინ რიონის ხეობაში, გუმათის დასახლებაში ინციდენტი მოხდა. პოლიციამ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების აქციის ოთხი მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავა.
აქციის მონაწილეები და მათი მხარდამჭერები პროტესტს ღობეზე მუშტების ბრახუნით გამოხატავენ. მათი განმარტებით, ისინი მშვიდობიან პროტესტს გააგრძელებენ.
სამართალდამცველები აქტივისტებს მოუწოდებდნენ შეეჩერებინათ ეს ქმედება. დაპირისპირება სწორედ ამას მოჰყვა.