მინიაპოლისში არეულობების შემდეგ კომენდატის საათი გამოაცხადეს

12 აპრილი 2021, 17:41 1117 ნახვა

მინიაპოლისის შემოგარენში ღამის შეტაკებების შემდეგ კომენდანტის საათი გამოცხადდა.  პოლიციამ ცრემლსადენი გაზით ვერ შეძლო არეულობების დაშლა. 

მოქალაქეები ქუჩაში გამოვიდნენ საღამოს მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რომლის დროსაც პოლციელმა სასიკვდილოდ დაჭრა 20 წლის ფერადკანიანი.  იგი წესრიგის  დამცველებმა სატრანსპორტო საშუალების მართვის წესების დარღვევისთვის გააჩერეს, აღმოჩნდა, რომ მძღოლს პოლიცია ეძებს. 

დაკავების დროს ახალგაზრდამ  მიმალვა სცადა. პოლიციამ მას ცეცხლი გაუხსნა.  მოკლულის დედა ინციდენტის მიზეზად პოლიციის განუკითხაობას ასახელებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში