დღეს აჭარის ხელოვნების მუზეუმი საგაზაფხულო გამოფენა - "PRIMAVERA" -თ გაიხსნა.
გამოფენაზე დამთვალიერებლებისთვის 25 ბათუმელი მხატვრის ფერწერული, გრაფიკული, სკულპტურული და დეკორატიული ხელოვნების ნიმუშები, იქნა წარდგენილი, რომლებიც ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. გამოფენა კოვიდ რეგულაციების დაცვით იმართება და 25 აპრილამდე გაგრძელდება.