ჩატარებული ტესტირების შედეგად დღეს გამოვლინდა კორონავირუსის 707 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 592 პაციენტი, სამწუხაროდ გარდაიცვალა 8 ადამიანი.
ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების მატების გამო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიმართავს თხოვნით, ზედმიწევნით დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, რათა მოსწავლეებმა სემესტრის დასრულება, ბუნებრივ გარემოში, სასკოლო სივრცეში შეძლონ, აჭარაში მაგალითად 9 სკოლაა გადასული სრულ დისტანციურ სწავლებაზე.