თურქეთში კოვიდის სტატისტიკა უარესდება

11 აპრილი 2021, 11:21 5901 ნახვა

თურქეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 52 676 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ქვეყანაში ბოლო 24 საათში დაღუპულთა რიცხვი 248-ით გაიზარდა.

თურქეთში, საერთო ჯამში, კოვიდ 19-ის 3.79 მილიონი შემთხვევაა დადასტურებული, აქედან დაღუპულია 33 702 ადამიანი.

ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 14 იანვარს დაიწყო და დღემდე ვაქცინის პირველი დოზა 10.8 მილიონ, ორივე დოზა კი - დაახლოებით 7.58 მილიონ ადამიანს აქვს გაკეთებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში