საქართველო-ნატოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს ფარგლებში შეხვედრა გაიმართა, სადაც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელებმა და ქართული დელეგაციის წევრებმა მთელი რიგი საკითხები განიხილეს.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა მოსაზრებები გაცვალეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის, რეგიონში განვითარებული მოვლენების, ნატო-სთან და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობის საკითხებზე, ასევე საქართველოს აქტიური წვლილის შესახებ ევროატლანტიკური უსაფრთხოების კუთხით.
გავრცელებულ ინფორმაციაში საუბარია, რომ აღნიშნული საპარლამენტო დიალოგი მოკავშირე და ქართველ კანონმდებლებს შორის გაიმართა გაჭიანურებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე, მას შემდეგ რაც შუამავლობის კიდევ ერთი მცდელობა ჩაიშალა.როგორც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ჯერალდ კონოლიმ განაცხადა, საქართველოში პოლიტიკური ვითარება ღრმა შეშფოთების მიზეზად რჩება.