ბათუმში შუახნის ქალი სავარაუდოდ დისშვილმა დაჭრა

10 აპრილი 2021, 00:15 725 ნახვა

ბათუმში, შუახნის ქალი, სავარაუდოდ, 23 წლის დისშვილმა დაჭრა. აჭარის მაუწყებელთან საუბრისას, დაშავებულის შვილი და მეზობლები ოჯახურ კონფლიქტზე საუბრობენ. მათივე თქმით, უთანხმოება ქონების გაყოფის გამო მოხდა. 

დაზარალებულის შვილის ინფორმაციით, დაჭრილი მწოლიარე დას უვლიდა. 

შემთხვევა ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მოხდა. ქალს ჭრილობები ზურგის არეში აქვს მიყენებული. დაზარალებულს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

შსს-მ გამოძიება 19 - 108-ე მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. 

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში