დღეს დილით ვინძორის სასახლეში 99 წლის ასაკში გაერთიანებული სამეფოს დედოფლის ელიზაბეტ მეორის მეუღლე ედინბურგის ჰერცოგი ფილიპი გარდაიცვალა. ამის შესახებ ტვიტერზე ბუკინგემის სასახლე იუწყება. პრინცი ფილიპი ბერძენი და დანიელი პრინცის ფილიპის ვაჟი იყო. 1939 წელს მან სამეფო ფლოტში სამხედრო სამსახური დაიწყო.
1947 წელს ფლოტში კარიერის გამო ბრიტანული გვარი აიღო და მაუნთბატენი გახდა.
დედოფალი კოლეჯში სწავლის დროს გაიცნო. ქორწინების შემდეგ პრინცმა ფილიპმა ედინბურგის ჰერცოგის ტიტული მიიღო.
2017 წლის შემდეგ პრინცი გულის პრობლემებით არაერთხელ მოხვდა საავადმყოფოში. 16 მარტს მას გულზე წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა. ფილიპი და ელიზაბეტი კორონავირუსზე დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთი პირველები აიცრნენ.