თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ მომღერალი გია გაჩეჩილაძე ბერლინის კედლის ფრაგმენტზე წარწერის გაკეთებისთვის დაჯარიმდება.
როგორც უწყებაში განმარტეს, ადგილი ჰქონდა კანონდარღვევას.
„ადგილი ჰქონდა კანონდარღვევის ფაქტს, მერიის მუნიციპალური ინსპექცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად და კანონდამრღვევი დაჯარიმდება“, – განაცხადეს მერიაში.
გია გაჩეჩილაძემ, ევროპის მოედანზე მდგარ ბერლინის კედლის ფრაგმენტზე ფრაზა: „ღმერთი სიყვარულია" დააწერა.