1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები

09 აპრილი 2021, 12:26 862 ნახვა

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. დაიღუპა 21 ადამიანი, უმეტესობა ქალები. მათ შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეებიც. დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-მდე მომიტინგე. ტრაგედიიდან ზუსტად 2 წელიწადში კი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო და  ქვეყანა 70-წლიანი საბჭოთა მმართველობისგან გათავისუფლდა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი