საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენიდან 32-ე წლისთავს აღნიშნავს. ერთიანობის, თავისუფლებისთვის ბრძოლის, ეროვნული სიმბოლოსა და ამავდროულად ტრაგიკული დღე- დილიდან, 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებს იხსენებენ და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ გმირებსა და თავგანწირულ ადამიანებს პატივს მიაგებენ.