იტალიის დედაქალაქში პროტესტი შეტაკებებში გადაიზარდა

07 აპრილი 2021, 17:58 846 ნახვა

რომში, პარლამენტის შენობასთან, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა.  აქციას რესტორნებისა და ბარების მფლობელები მართავდნენ. ასობით ადამიანი კორონავირუსის გამო კვების ობიექტების დახურვას აპროტესტებდა და მთავრობისგან მათი ბიზნესის გახსნას ითხოვდა.

ბიზნესის წარმომადგენლებს დემონსტრაციაზე ულტრამემარჯვენე პოლიტიკური ჯგუფების წევრები შეუერთდნენ. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს, რასაც არეულობა მოჰყვა.

დაპირისპირების დროს დაშავდა ერთი პოლიციელი, შვიდი მომიტინგე კი, დააკავეს.იტალიის ხელისუფლებამ სააღდგომოდ სამდღიანი მკაცრი კარანტინი გამოაცხადა, რომლის გასვლის შემდეგაც შეზღუდვების ნაწილი ძალაში დარჩა. იტალიაში რესტორნები და ბარები სულ მცირე 30 აპრილამდეა დახურული. დაშვებულია მხოლოდ გატანის სერვისი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი