ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე პოლიციაა მობილიზებული

07 აპრილი 2021, 16:49 5506 ნახვა

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე პოლიციაა მობილიზებული. ამ წუთებში სამართალდამცველები ორ მამაკაცს ჩხრეკენ. პოლიციამ მათი კუთვნილი ნივთებიც ამოიღო.

ობიექტის მეპატრონე ამბობს, რომ კარი ჩაეკეტა, რის გამოც ხელოსნები გამოიძახა, რამდენიმე წუთში კი პოლიციაც გამოჩნდა და აღნიშნული პირების ჩხრეკა დაიწყეს.

სხვა დეტალები ამ ეტაპისთვის უცნობია. ტერიტორია პოლიციის ლენტითაა შემოფარგლული. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, დამატებით კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში