ნიგერიის ციხიდან 1800-ზე მეტი პატიმარი გაიქცა. მასობრივ გაქცევამდე სასჯელაღსრულების დაწესებულებაზე თავდასხმა მოხდა. შეიარაღებული პირები ადგილზე ავტობუსებითა და ავტომობილებით მივიდნენ და შენობის კედელი ააფეთქეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ციხეში მხოლოდ 41 პატიმარი დარჩა. პოლიცია მომხდარში ერთ-ერთ სეპარატისტულ დაჯგუფებას ადანაშაულებს. ნიგერიის პრეზიდენტმა ციხეზე თავდასხმა ტერორისტულ აქტად შეაფასა.