ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა და უკრაინასთან საზღვარზე რუსეთის სამხედრო აქტივობის გამო შეშფოთება გამოთქვა. გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ალიანსი უკრაინასთან მჭიდრო თანამშრომლობას აგრძელებს და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს უჭერს. დღეს დილით, 6 აპრილს, ზელენსკის ტელეფონით ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ესაუბრა. ლონდონი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მტკიცედ უჭერს მხარს-აცხადებს ჯონსონი.