შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, სახლებისა და სხვა სივრცეების ღონისძიებისთვის გაქირავება შესაძლოა აიკრძალოს.
ბექა ფერაძის თქმით, მესაკუთრე იმ შემთხვევაში გათავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, თუ ხელშეკრულებაში მიუთითებს, რომ სოციალური ღონისძიების ორგანიზებისთვის ფართის გადაცემა არ შეიძლება. ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში კი შესაბამის ორგანოებს აცნობებს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, გამქირავებელი 10 000 ლარით დაჯარიმდება, კანონდარღვევის გამეორების შემთხვევაში კი, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.
მისი განცხადებით, ახალი წესები, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში ამოქმედდება.
შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა სოციალური ღონისძიების ორგანიზებისთვის 20-მდე ობიექტი დაჯარიმდა.