მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ უკვე 132 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 106 მილიონ 771 ათასი ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 2 მილიონ 800 ათასზე მეტი. შემთხვევების რაოდენობით აშშ, ბრაზილია და ინდოეთი ლიდერობენ, ამასთან ევროპაში მკაცრდება კოვიდ რეგულაციები. რაც შეეხება ვაქცინაციას, აქაც ამერიკა პირველ ადგილზეა, აცრა უკვე 165 მილიონმა ადამიანმა გაიკეთა, შემდეგ მოდის ჩინეთი 140 მილიონი და ინდოეთი 80 მილიონამდე, თუმცა პროცენტული მაჩვენებლით პირველ ადგილზე ისრაელია, სადაც მოქალაქეების 2/3 სრულად ვაქცინირებულია ორივე დოზით.