ომბუდსმენის მიმართვა პოლიციას და შსს-ს განცხადება

04 აპრილი 2021, 18:25 1190 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით პოლიციის მიერ რიონის ხეობაში საკომუნიკაციო სიგნალის ჩამხშობი აპარატურის გამოყენება არ  მომხდარა.

რაც შეეხება რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილების შეზღუდვას, შსს აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება დროებით ძალაში რჩება, "რათა თავიდან იქნას აცილებული მოსალოდნელი საფრთხეები და სიტუაციის შემდგომი ესკალაცია"  უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს და დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს.  მანამდე კი განცხადება სახალხო დამცველმა გაავრცელა.

ომბუცმენი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებდა არ გამოეყენებინა  სიგნალის ჩამხშობი აპარატურა ასევე უზრუნველყო გადაადგილების აღდგენა სოფელ ნამახვანის მიმართულებით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი