რეგიონის ქვეყნებს შორის ოპერატიული თანამშრომლობა, ინფორმაციის გაცვლა, არალეგალური ფულის მიმოქცევის კონტროლი და კოორდინაცია დამნაშავეთა დაკავების პროცესში - ამ საკითხებს დაეთმო რეგიონული კონფერენცია. ევროკავშირის პროექტი ასევე გულისხმობს ოპერატიული თანამშრომლობის გაღრმავებას და ერთობლივი გამოძიებების ინიცირებას. კონფერენციაზე, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან დაკავშირებული მიმდინარე საერთაშორისო ოპერატიული საქმეები განიხილეს.