„ენკას“ დირექტორი მერაბ ლომინაძე პოლიციას სთხოვს, დაიცვას კომპანიის თანამშრომელთა უსაფრთხოება. მისი ინფორმაციით, კომპანიის თანამშრომლებს და მათი ოჯახის წევრებს პროექტის მოწინააღმდეგეების სახელით უკავშირდებიან და ფიზიკური განადგურებით ემუქრებიან.
ამბობს, რომ 3 აპრილს სამშენებლო მოედანზე იმყოფებოდა სახალხო დამცველის სპეციალური წარმომადგენელი, რომელმაც, სამწუხაროდ, დრო ვერ გამონახა, შეხვედროდა „ენკას“ მენეჯმენტსა და თანამშრომლებს, რომლებიც რამდენიმე თვეა, პროტესტის მონაწილეთა ერთი ნაწილის მხრიდან მუქარის ქვეშ იმყოფებიან.