გონიოში უბედური შემთხვევის შედეგად ქალი გარდაიცვალა

01 აპრილი 2021, 01:11 13270 ნახვა

გონიოში უბედური შემთხვევის შედეგად ქალი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ქალი შეშის ღუმელს ანთებდა, მას სხეულზე საწვავი გადაესხა და ცეცხლი მოედო.

შემთხვევის ადგილას მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას 45 წლის ქალი გარდაცვლილი დახვდათ.

დაშავებულია გარდაცვლილი ქალის მეუღლეც, ის სხეულის დამწვრობით ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი