„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ ოპოზიციისა და ხელისუფლებას შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა - ვწუხვარ, რომ ეს შეთანხმება ვერ შედგა. ეს იყო ძალიან სერიოზული შანსი, რომელიც გავუშვით ხელიდან.
"სამწუხაროდ, დღესაც ვნახეთ, რომ ხელისუფლება არ არის მზად კომპრომისისთვის. არ არის მზად იმისთვის, რაზეც თავიდანვე ვსაუბრობდით ყველა ეთერში, საჯაროდ, რომ თუ პატიმრები დარჩებიან საპატიმროში, არ იქნება სივრცე სხვა საკითხებზე მოლაპარაკებებისთვის. სამი პუნქტი იყო სრულიად მისაღები მთელი ოპოზიციური სპექტრისთვის, დანარჩენ ორზე გვსურდა, რომ გაგვეგრძელებინა საუბარი, თუმცა „ქართული ოცნება“ მზად არ იყო არცერთ პუნქტზე. მედიატორმა თქვა, რომ მის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტზე ვერ მოხდა შეთანხმება, მაგრამ ძირითადი პასუხისმგებლობა ამ პროცესში ეკისრება ხელისუფლებას“, - აღნიშნა სამნიძემ.