ბათუმის საკრებულოში დაპირისპირების დროს წვრილმან ხულიგნობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

30 მარტი 2021, 13:04 835 ნახვა

ბათუმის საკრებულოში დაპირისპირების დროს, სამართალდამცველებმა წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ის პოლიციის მესამე განყოფილებაში გადაიყვანეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს. 

ახალგაზრდა მამაკაცი ბათუმის მერიაში იმყოფებოდა და საკრებულოს სხდომაზე დასწრებას ითხოვდა. აქტივისტები მერიის შენობაში შევიდნენ, თუმცა სამართალდამცველებმა მეორე სართულზე ასვლის საშუალება არ მისცეს. 

სასტუმრო „ლე მერიდიანის“ მფლობელი კომპანია „ბათუმი თაუერი“ ბულვარის გასწვრივ, 3 500-მდე კვ.მ. ტერიტორიას გრძელვადიანი იჯარით ითხოვს.

 დღეს საკრებულოს წევრებმა აღნიშნულ საკითხზე უნდა იმსჯელონ.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში