“ჯარის ქალაქის” მშენებლობა მახათას მთაზე

30 მარტი 2021, 12:56 890 ნახვა

მახათას მთაზე „ჯარის ქალაქი “ შენდება.  7-სართულიანი 39 კორპუსში  1092 ბინა განთავსდება. ამ ეტაპზე 31 კორპუსის საძირკველი უკვე ჩასხმულია. დანარჩენ კორპუსებზე კი, მიმდინარეობს ფუნდამენტის ქვაბულის ამოღების სამუშაოები. სამხედროები უპრეცედენტოდ შეღავათიანი პირობებით შეძლებენ ბინების შეძენას. საცხოვრებელი ფართის კვადრატული მეტრის ღირებულება 200 დოლარი იქნება. ხოლო, სამხედროებს ერთ კვადრატულ მეტრში აღნიშნული თანხის ნახევრის დაახლოებით 100 დოლარის გადახდა მოუწევთ.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი