რა გახდა ექთნის გარდაცვალების მიზეზი? – ოჯახი ექსპერტიზის შუალედური დასკვნის მოლოდინში

29 მარტი 2021, 11:52 730 ნახვა

რა გახდა ახალგაზრდა ექთნის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების მიზეზი - ოჯახის წევრები და უფლებადამცველები ექსპერტიზის შუალედურ დასკვნას დღეს ელოდებიან. ოჯახის ადვოკატის მტკიცებით, უნდა შეფასდეს რამდენად დროული იყო ექიმების რეაგირება. ჯანდაცვის მინისტრმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ არსებობს გარკვეული წინასწარი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გარდაცვალების პირდაპირ გამომწვევი მიზეზად შესაძლებელია არ დასახელდეს ვაქცინა. როგორც იცით, საქმის მასალები უკვე გამოითხოვა კომპანია ასტრაზენეკამ. ოჯახის ადვოკატებმა რამდენიმე წუთის წინ მედიისთვის განცხადება გააკეთეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში