იურისტების და უფლებადამცველების ჯგუფის მიმართვა

29 მარტი 2021, 11:51 716 ნახვა

შედგეს შეთანხმება სასამართლო რეფორმის გატარებაზე - იურისტები და უფლებადამცველები მედიაციის პროცესში მონაწილე მხარეებს მიმართავენ და განცხადებას ავრცელებენ. მათი განცხადებით, ელჩების მედიაციით, სახელისუფლებო და ოპოზიციურ პარტიებს შორის გამართული მოლაპარაკების ფორმატი იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას შედგეს შეთანხმება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. განცხადებაში წერია, რომ მოსამართლეთა ვიწრო ჯგუფი ცენტრალიზებულად და არაფორმალურად აკონტროლებს მართლმსაჯულებას, ითხოვენ  დადგინდეს  სასამართლოში არაჯანსაღი გავლენების სისტემური მიზეზები და მათ აღმოსაფხვრელად ეფექტური სასამართლო რეფორმა გატარდეს. ასევე სასამართლო რეფორმის სანდო პროცესის უზრუნველსაყოფად, ხელისუფლების, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების მონაწილეობით სურთ შეიქმნას სარეფორმო ჯგუფი, რომელიც შეისწავლის მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ მდგომარეობას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი