ბლუმბერგი მონაცემებით, მსოფლიოს 141 ქვეყანაში, გლობალური ვაქცინაციის ფარგლებში, 528 მილიონი დოზა ვაქცინა გაკეთდა, რაც დედამიწის მოსახლეობის 3.4%-ს შეადგენს. გამოცემის ცნობით, ყოველდღიურად ვაქცინა 14 მილიონამდე ადამიანს უკეთდება. ყველაზე სწრაფად იმუნიზაციის პროცესი აშშ-ში მიმდინარეობს.
ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის საწინააღმდეგო 140 მილიონი ინექცია გამოიყენეს; მიუხედავად ამისა, კოვიდინფიცირების შემთხვევები 2 კვირაა მზარდია.ბოლო 24 საათში, მსოფლიოში 600 ათასამდე ინფიცირებისა და 10 ათასამდე ლეტალობის შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირების შემთხვევების მესამედი ევროპის კონტინენტზე მოდის.