6-პუნქტიანი გეგმა კრიზისის დასაძლევად

27 მარტი 2021, 18:25 1000 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს მედიაციის პროცესთან დაკავშირებით  პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის ხედვას სთავაზობენ, რომელიც შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ 6-პუნქტიან დოკუმენტს ეყრდნობა. მესამე სექტორში ფიქრობენ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირებისა და მის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი ისე  უნდა შეიცვალოს, რომ მან  საზოგადოების მაღალი ნდობა, ასევე პროცესში   პოლიტიკური პარტიების სამართლიანი მონაწილეობა და ჩართულობა უზრუნველყოს.

პუნქტებში ასევე საუბარია  მოსამართლეთა   დანიშნვისა და წარდგენის   წესის შესახებ, განცხადებაში წერია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე  წევრები პარლამენტში როგორც  ხელისუფლების, ასევე  ოპოზიციის ანუ ორმხრივი  მხარდაჭერით უნდა დაინიშნონ.

მათივე  განმარტებით  იგივე სისტემით უნდა დაინიშნონ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებიც; უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, გენერალური აუდიტორი და გენერალური პროკურორი.   შეთავაზებები 6 პუნქტიანია მას ხელს 5 არასამთავრობო  ორგანიზაცია აწერს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი