ვაშლიჯვრის მოსახლეობის პეტიცია

27 მარტი 2021, 15:26 974 ნახვა

საორგანიზაციო ჯგუფმა თბილისის მერიაში ვაშლიჯვრის მოსახლეობის პეტიცია შეიტანა, რომელსაც ხელს 5 000-მდე ადამიანი აწერს. მათი მოთხოვნაა, რომ რაც შეიძლება სწრაფად შეიქმნას დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე არსებულ ვითარებას შეისწავლის.

მოქალაქეები ასევე მოითხოვენ, ტერიტორიაზე აიკრძალოს როგორც მშენებლობა, ასევე მშენებლობის ნებართვის გაცემა. მოსახლეობა მერიისგან მიმდინარე პროცესებზე ყოველდღიურ კომუნიკაციასა და ინფორმირებას ითხოვს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი