ბოლო მონაცემებით აჭარაში 420 მედიკოსი ვაქცინირებულია, 300-ზე მეტი კი ჯავშანია. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ საზოგადოებამ უნდა ისარგებლოს ამ შესაძლებლობით და ჩაერთოს იმუნიზაციის პროცესში, იმისთვის, რომ პანდემია ქვეყანამ დაამარცხოს.
დღეს ეკატერინე ტიკარაძე ბათუმში რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდა, სადაც ვაქცინაციის პროცესს გაეცნო, დაათვალიერა განახლებული ლაბორატორია და დიალეზის ცენტრი.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მოსალოდნელია მესამე ტალღა, ამიტომ ეკატერინე ტიკარაძემ კვლავ შეახსენა დღეს მოსახლეობას, რომ მნიშვნელოვანია კოვიდ რეკომენდაციების დაცვა, პირბადის ტარება, სოციალური დისტანცია, სოციალური ღონისძიებების გამართვა და ვაქცინაციის გაკეთება.