საქართველოში ამ ეტაპზე 2 ტიპის ვირუსია გავრცელებული, რინოვირუსი და კორონავირუსი - ივანე ჩხაიძე

22 აგვისტო 2024, 11:47 614 ნახვა

საქართველოში ამ ეტაპზე 2 ტიპის ვირუსია გავრცელებული, რინოვირუსი  და კორონავირუსი - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ ბრიფინგზე ისაუბრა.   

მისივე ინფორმაციით,  ცირკულირებს სხვა ტიპის ვირუსებიც, თუმცა კვლევების თანახმად, არც ერთი მათგანი არ განეკუთვნება  მძიმედ მიმდინარე დაავადებების კატეგორიას.

კორონავირუსი ძირითადად გამოხატულია  ტემპერატურის მატებით, ყელის ტკივილითა და მსუბუქი თავის ტკივილით. მისივე განმარტებით, იგი საშუალოდ 4-5 დღე გრძელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში