შეხვედრა სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებსა და რეანიმატოლოგებთან

26 აგვისტო 2024, 11:54 259 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრმა, სექტორის წარმომადგენლებთან რეანიმაციული შემთხვევების დაფინანსებაში მოსალოდნელი ცვლილებები განიხილა. პროგრამის საპილოტე ეტაპზე, ინიციატივა ფილტვების შეშუპებისა და სუნთქვის უკმარისობის მართვას შეეხება, რაც რეანიმაციული შემთხვევების უმრავლესობას წარმოადგენს.

შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს ინიციატივა, რომლის მიხედვითაც რეანიმაციაში ხანგრძლივი დაყოვნების მაღალ ხარჯიანი შემთხვევები, დიარჯის-თან ერთად, გამონაკლისის სახით, საწოლდღის მიხედვით დაფინანსდება. აქვე აღინიშნა, რომ სამედიცინო დაწესებულებებში, რეანიმაციის შემდგომ, პაციენტის გახანგრძლივებული მოვლისთვის, სპეციალური განყოფილების შექმნაც იგეგმება.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში