ჯანდაცვის სამინისტროსა და თსუ-ს შორის პრიორიტეტულ მიმართულებებზე თანამშრომლობა მემორანდუმით გამყარდა. დოკუმენტს ხელი ჯანდაცვის მინისტრმა და უნივერსიტეტის რექტორმა მოაწერეს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით თანამშრომლობა შექმნის მეცნიერულად დასაბუთებულ, მყარ საფუძველს საქართველოს სოციალურ-დემოგრაფიული განვითარების, ოჯახის სტაბილურობის სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრისთვის.
გარდა ამისა, დოკუმენტმა უნდა უზრუნველყოს სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერება, მათ შორის სტუდენტთა და დოქტორანტთა მონაწილეობა ერთობლივ სამეცნიერო კვლევებსა და პროგრამებში.