ოპოზიცია არის სრულ გაუგებრობაში - ირაკლი ღარიბაშვილი

25 მარტი 2021, 15:43 958 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან ჟოზეფ ბორელზე ორგანიზებული თავდასხმა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რა ძალასთან აქვთ საქმე.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ოპოზიციას ორი არჩევანი აქვს. 

"აქვე მინდა გამოვეხმაურო ორგანიზებულ თავდასხმას, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენლებმა განახორციელეს და მიიტანეს შეტევა ვიცე-პრეზიდენტ ბორელის მისამართით. ეს კიდევ ერთხელ უჩვენებს, თუ რა ძალასთან გვაქვს საქმე. ვგულისხმობ რადიკალურ ოპოზიციას და მათ დესტრუქციულ ნაწილს.

ოპოზიციას დარჩა დღეს ორი არჩევანი, ერთი რომ მოუსმინონ და გაითვალისწინონ უცხოელი პარტნიორების მოწოდებები, შევიდნენ პარლამენტში, დაასრულონ ეს ხელოვნურად შექმნილი კრიზისი და მასკარადი. აბსოლუტურად არაპროდუქტიულია მათი ქმედებები და მეორე თუ ისინი გააგრძელებენ დესტრუქციული პოლიტიკის განხორციელებას და არ გაემიჯნებიან სააკაშვილის რადიკალურ პოზიციას, მათ მოუწევთ მარგინალიზაციის გზით სიარული" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

პრემიერის თქმით, ოპოზიცია სრულ გაუგებრობაშია.

„რაც შეეხება ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციის გამართვას ორი თვის შემდეგ, მე არ ვიცი... დამისახელეთ ნებისმიერი ქვეყანა, სადაც ოპოზიცია აანონსებს აქციას ორი თვის შემდეგ. ეს რაზე მიუთითებს? საკუთარი მხარდამჭერებიც აღარ დადიან მათ მიერ დაანონსებულ აქციებზე.

ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ ოპოზიცია არის სრულ გაუგებრობაში, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ. ძალიან მძიმე, კატასტროფულ მდგომარეობაში არიან. მე ვგულისხმობ რადიკალურ, სააკაშვილის ფრთას და ზოგადად, მათ რადიკალურ ქმედებებს. სხვა კომენტარი არ შემიძლია გავაკეთო“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი